ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

ლევან მამალაძე: არაბიზაცია მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი - ჩვენ გვაქვს მიგრაციის პრობლემა, რომელიც 12 წლის განმავლობაში გაიზარდა 10-ჯერ, 70 პროცენტს შეადგენს დსთ-ს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მთლიანად, არაბული ქვეყნებიდან ჯამში შემოსულია 4 პროცენტი

ლევან მამალაძე: არაბიზაცია მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი - ჩვენ გვაქვს მიგრაციის პრობლემა, რომელიც 12 წლის განმავლობაში გაიზარდა 10-ჯერ, 70 პროცენტს შეადგენს დსთ-ს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მთლიანად, არაბული ქვეყნებიდან ჯამში შემოსულია 4 პროცენტი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ არაბიზაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი, რომელმაც ცუდი შედეგი გამოიღო. მისი თქმით, ქვეყანას აქვს მიგრაციის პრობლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ არაბიზაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი, რომელმაც ცუდი შედეგი გამოიღო. მისი თქმით, ქვეყანას აქვს მიგრაციის პრობლე…

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ არაბიზაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი, რომელმაც ცუდი შედეგი გამოიღო.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს მიგრაციის პრობლემა, ხოლო შემოსული მიგრანტების უმრავლესობას წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა კავშირის და დსთ-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეები. მამალაძემ მოიყვანა საქართველოში არაბული ქვეყნებიდან შემოსული მიგრანტების სტატისტიკა და აღნიშნა, რომ ჯამში, მათი წილი მხოლოდ 4 პროცენტს შეადგენს.

„რაც შეეხება არაბიზაციის საკითხს: პრობლემა არაბიზაცია, მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი. ჩვენ გვაქვს მიგრაციის პრობლემა. გაიზარდა 10-ჯერ, 12 წლის განმავლობაში. აი ეს უნდა ვთქვათ: გაიზარდა 257 000-დან, 70% შეადგენს „ესენგეს“ და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები - რუსები, უკრაინელები, ბელორუსები და ასე შემდეგ. აგერ არის ეს ციფრები. აი შევხედოთ, თუ გნებავთ, არაბული ქვეყნებიდან რამდენია: ერაყიდან - 4 500, იორდანიიდან - 2 800, ეგვიპტიდან - 1 500, ლიბანიდან - 800, სირიიდან - 600, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჯამში - 300. სულ შემოსული 257 ათასიდან, მთლიანად არაბული ქვეყნებიდან ჯამში შემოსული 4%-ია,“ - განაცხადა ლევან მამალაძემ.

ამ განცხადებას კონსერვატორების წარმომადგენლის, ჯაბა ჟვანიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ არაბი მიგრანტები არ არის პრობლემა, ხოლო ის, რასაც მამალაძე ამბობს, არის ტყუილი და ,,არაბიზაცია" არავის დაურქმევია ამ პროცესებისთვის.

აღნიშნულის საპასუხოდ, ლევან მამალაძემ განაცხადა, რომ „არაბიზაციის" თემაზე მოსაუბრე ძალებმა, მოსახლეობას გაუკეთეს მანიპულირება და ააცდინეს დემოგრაფიული კრიზისის პრობლემას".

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს