ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

პაპუაშვილი: სანამ ოპოზიცია ყბედობით არის დაკავებული, ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოში არცერთი რისკი არ რეალიზებულა

პაპუაშვილი: სანამ ოპოზიცია ყბედობით არის დაკავებული, ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოში არცერთი რისკი არ რეალიზებულა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქ…

მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქტივისტი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეების მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მასობრივი შესვლის საკითხს.

მისივე თქმით, სანამ ოპოზიცია „ყბედობს“, ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და ამ პერიოდში ვნახეთ მცდელობა, მათ შორის რუსოფობიის გაღვივებისა. გაგახსენებთ რა კამპანია იყო - კედლებზე წარწერების კამპანია გახსოვთ, რომ შემოსულები არიან დივერსანტი ჯგუფები, მონიშვნებია კედლებზე, თუ სად უნდა დაარტყას რუსეთმა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ხელოვანი კედლებზე კატებს ხატავდა.

გახსოვთ კამპანია, რომ ყველა დივერსანტია და ამის შედეგი - ჭავჭავაძეზე საქართველოში წლების განმავლობაში მცხოვრებ რუს ადამიანს ქვები ესროლა მეორე ადამიანმა. ასეთი ზიზღი გააღვივეს; გახსოვთ გემს რომ დახვდნენ ბათუმში და ლარსიდან რომ შემოდის ტურისტი მანქანით, იქ კანკალი არ ეწყებათ და გემით რომ შემოვიდა ტურისტი ამაზე დაეწყოთ კანკალი.

მანამ, სანამ ოპოზიცია ყბედობით არის დაკავებული, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და არცერთი რისკის რეალიზება არ მომხდარა. რადგან არის უსაფრთხოების კონტროლი ყველგან. ვიზაც არ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას, ასე რომ მესაზღვრის ბეჭედი ვიზის დატვირთვის მატარებელია.

მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქტივისტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს