ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

ლაშა ფარულავა – „ქართული ოცნება“ ყალბ დილემას ტენის საზოგადოებას, საქართველოს უსაფრთხოების, თავისუფლების, მათ შორის გაერთიანების გარანტი თუ ვინმეა, ესენი არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები

ლაშა ფარულავა – „ქართული ოცნება“ ყალბ დილემას ტენის საზოგადოებას, საქართველოს უსაფრთხოების, თავისუფლების, მათ შორის გაერთიანების გარანტი თუ ვინმეა, ესენი არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ქართული ოცნების“ სიყალბეს ზღვარი არ აქვს. ერთგვარ ყალბ დილემას ტენიან საზოგადოებას. თურმე, ვიღაც ითხოვს, რომ აფხაზეთი და ჩვენი მიწები დავთმოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. ფარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ქართული ოცნების“ სიყალბეს ზღვარი არ აქვს. ერთგვარ ყალბ დილემას ტენიან საზოგადოებას. თურმე, ვიღაც ითხოვს, რომ აფხაზეთი და ჩვენი მიწები დავთმოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. ფარ…

„ქართული ოცნების“ სიყალბეს ზღვარი არ აქვს. ერთგვარ ყალბ დილემას ტენიან საზოგადოებას. თურმე, ვიღაც ითხოვს, რომ აფხაზეთი და ჩვენი მიწები დავთმოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც „გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთისთვის გადაცემას და ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე“.

ლაშა ფარულავას თქმით, პაპუაშვილი რასაც ახლა აკეთებს, სინამდვილეში, არსებული რეალობის გაყალბებაა.

„ჩვენს მიწებს, ჩვენს ისტორიულ მიწებს, ჩვენი წინაპრების საფლავს, ჩვენს სიწმინდეებს არათუ არ დავთმობთ, ჩვენი ისტორიის, ქვეყნის წინაშე ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიბრუნოთ და საქართველო გაერთიანდეს. ვინმე თუ არის საქართველოს უსაფრთხოების, თავისუფლების, მათ შორის გაერთიანების გარანტი, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარანტი, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს