ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

თენგო თევზაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ სურს, ალიანსის სრულფასოვანი წევრი იყოს, იმუშაოს ისე, როგორც ყველა სხვა პარტია, თუ არადა, დამოუკიდებლად საქმიანობის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ

თენგო თევზაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ სურს, ალიანსის სრულფასოვანი წევრი იყოს, იმუშაოს ისე, როგორც ყველა სხვა პარტია, თუ არადა, დამოუკიდებლად საქმიანობის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბოლო თვენახევარია „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის საქმიანობაში აქტიურად აღარ იყო ჩართული
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბოლო თვენახევარია „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის საქმიანობაში აქტიურად აღარ იყო ჩართული

ალიანსის დოკუმენტის ხელმომწერია „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ დოკუმენტის გაუქმება ან ალიანსიდან პარტიის გარიცხვა არ მომხდარა, თუმცა ბოლო თვენახევარია „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის საქმიანობაში აქტიურად აღარ იყო ჩართული, – ამის შესახებ პარტია „ახლების“ წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „26 მაისის მრავალრიცხოვანი აქციის შემდეგ, კონკრეტულ პარტიებზე, მათ შორის „ახალზე“ თავდასხმა გაორმაგებული ძალით დაიწყო“.

„მათ თუ სურთ, რომ ალიანსის სრულფასოვანი წევრები იყვნენ, უნდა იმუშაონ ისე, როგორც ყველა სხვა პარტია მუშაობს. თუ არადა, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად საქმიანობის. ალიანსისთვის არც ეს იქნება პრობლემა. ჩვენი ამოცანა და მიზანი არავის გარიცხვა არ არის. მთავარია, ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა და ალიანსი იყოს ქმედითი, როგორც 26 მაისამდე იყო. უნდა ვთქვათ, რომ 26 მაისის შემდგომ, ჩვენ გვქონდა ჩავარდნა, მათ შორის ამიტომ რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა. თუ დადგება ალიანსიდან ვინმეს გასვლის საკითხი ან თუ დავატოვებინებთ, ყველას საჯაროდ ეცოდინება. დამნაშავესა და უდანაშაულოზე საუბარი არ არის, ალიანსი უნდა იყოს მოქნილი და ამისთვის აუცილებელია, რომ პარტიები თავს კი არ ესხმოდნენ ერთმანეთს, არამედ მუშაობდნენ“, – განაცხადა თევზაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს