ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

დავით მათიკაშვილი - დროა, ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს, ამ ადამიანის ინიციატივები კრიტიკას ვერ უძლებს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მის უკან კონკრეტული ძალა დგას

დავით მათიკაშვილი - დროა, ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს, ამ ადამიანის ინიციატივები კრიტიკას ვერ უძლებს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მის უკან კონკრეტული ძალა დგას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დროა, ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს.
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დროა, ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს.

ალბათ დროა, ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს. სერიოზულობიდან სასაცილომდე რომ ერთი ნაბიჯია, სამწუხაროდ, ამ ყველაფერში ასე ჩანს. კრიტიკას ვერ უძლებს ინიციატივები ამ ერთი ადამიანის, რომელიც, ამავდროულად, პრეზიდენტის პარტიის წევრია. სიმართლის ხვედრითი წილი ნულს ქვემოთ არის დაშვებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ კონკრეტული კონგრესმენის უკან კონკრეტული ძალა დგას.

„საქართველოს ხელისუფლების „პროირანულ“ და „პრორუსულ“ პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი, რადგან აქ სალაპარაკოც არაფერია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას რაც შეეხება, თვითონ შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი, ევროპელი ლიდერები რიგში დგანან, რომ ჩავიდნენ პეკინში, შეხვდნენ ჩინეთის ლიდერს და გააღრმაონ ურთიერთობა, რაც ამ ქვეყნებს აქვთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. წარმოუდგენელია, ჩინეთთან საქართველოს პარტნიორობა რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს იმ კონტექსტში, სადაც თვითონ შეერთებული შტატები ახდენს ურთიერთობის ასეთ ფორსირებას. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ კონკრეტული კონგრესმენის უკან კონკრეტული ძალა დგას. ადრეც გამოჩნდა, თუნდაც FARA-ს კანონმდებლობით, რომ ამ კონგრესმენისადმი შესაბამისი დაფინანსებები მიდიოდა ქართველი რადიკალებისა და მათი მხარდამჭერებისგან. დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ჩანს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, ნიადაგი, რომ ამ კაცის ინიციატივა იოტისოდენა სერიოზულობითაც კი მივიღოთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.

კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა: „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს