ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძეს არცერთი ვიზიტი, საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად, შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძეს არცერთი ვიზიტი, საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად, შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირაკლი კობახიძეს არცერთი ვიზიტი და არცერთი საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად და შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე და ახლა შეძლებს ამ ტრიბუნის ქართუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირაკლი კობახიძეს არცერთი ვიზიტი და არცერთი საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად და შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე და ახლა შეძლებს ამ ტრიბუნის ქართუ…

ირაკლი კობახიძეს არცერთი ვიზიტი და არცერთი საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად და შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე და ახლა შეძლებს ამ ტრიბუნის ქართული, ეროვნული ინტერესების ლობირებისთვის გამოყენებას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, როგორც აქამდე არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი პლატფორმა ქართველი ერის ინტერესების წინ წასაწევად, არც ახლა იქნება.

„ჩვენ ვიცით, რომ კობახიძე ემსახურება ივანიშვილს, მის პირად კეთილდღეობას და ამავე დროს, ემსახურება რუსეთის ეროვნული ინტერესების წარმატებას საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს მომენტიც, სამწუხაროდ, იქნება მთლიანად დათმობილი იმისთვის, რომ ივანიშვილისა და რუსეთის გასახარი პოლიტიკური სიტუაცია იქნას მიღწეული, მაგრამ არა ქართველი ერის გასახარი და წინ წასაწევი პოლიტიკური სიტუაცია. ამიტომ, როგორც აქამდე არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი პლატფორმა ქართველი ერის ინტერესების დასახმარებლად და წინ წასაწევად, არც ახლა იქნება გამოყენებული ეს პლატფორმა ამისთვის“, – განაცხადა გეგელიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს