ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

გიორგი სიორიძე – პარტიების აკრძალვას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ​

გიორგი სიორიძე – პარტიების აკრძალვას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ​
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტიების აკრძალვა, ეს არის გზა დემოკრატიის დასამარებისკენ, მაგრამ რეალურად, ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასამარებასაც, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისივე თქმით,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტიების აკრძალვა, ეს არის გზა დემოკრატიის დასამარებისკენ, მაგრამ რეალურად, ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასამარებასაც, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისივე თქმით,…

პარტიების აკრძალვა, ეს არის გზა დემოკრატიის დასამარებისკენ, მაგრამ რეალურად, ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასამარებასაც, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვას ექნება დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

„ძალიან კარგად იციან თავად „ქართულ ოცნებაში“, იცის ივანიშვილმაც, რომ პარტიების აკრძალვას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს, მათ შორის, გამოიხატება პერსონალურ სანქციებშიც. ძალიან მალე, ოქტომბრის თვეში, გამოვა „ვენეციის კომისიის“ დასკვნა, იმ ანტიკონსტიტუციურ კანონმდებლობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავად შემოიღო და თავადვე გახდა ამ კანონმდებლობის ტყვე, რადგან არის შეზღუდული ცხრა თვიანი ვადებით. სწორედ ამიტომ სჭირდებათ ახალ-ახალი პარტიების დამატება, რათა გაიხანგრძლივონ ეს ვადა. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჯერ მიღებული არ აქვთ, სხვა შემთხვევაში, უკვე მოქმედ სარჩელში დაამატებდნენ უბრალოდ ახალ სუბიექტებს და ეს ვადა კარგა ხნის ამოწურული იქნებოდა უკვე. ის, რომ კიდევ ახალი ცხრათვიანი ვადის დინება დაიწყო, იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა მოჰყვება ამ ყველაფერს“,- განაცხადა სიორიძემ.

„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს. „ქართულ ოცნებას“ უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს