ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზ…

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

მომხსენებლის, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, გვანცა ჩხეიძის განცხადებით, გასულ წელსაც, მომხმარებელთა მიმართვიანობის სტატისტიკა მზარდი იყო. 2025 წელს სამსახურს 3 015-მა მომხმარებელმა მიმართა საჩივრით და მათი უმეტესი ნაწილი - 2 864 საჩივარი, სამსახურის ჩარევის შედეგად, დაკმაყოფილებულია. საჩივრების უმრავლესობა შეეხებოდა: ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებას და მომსახურების შეზღუდვას ან შეწყვეტას, ასევე უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებას.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს, სამსახურმა 672 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც: ზოგადი ხასიათის რეკომენდაცია იყო 19, ინდივიდუალური ხასიათის - 460, ხოლო 193 რეკომენდაცია იყო მონიტორინგის ფარგლებში გაცემული.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა: 2025 წელს სამსახურის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებზე, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე, სამსახურის მიერ ელექტრონულ რესურსზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე და სხვა საკითხებზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს