ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილ…

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, „საქპატენტს“ 4 ახალი სერვისი დაემატება. ახალი სერვისები, რომელიც 2027 წლიდან ამოქმედდება, საძიებო მომსახურებას უკავშირდება, შედეგად, პირს შესაძლებლობა მიეცემა განაცხადის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი პატენტი მოითხოვოს.

კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს, რაც პატენტის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების შემცირებას და პროცესების გამჭვირვალობას უკავშირდება.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო.

ცვლილების თანახმად, საერთო სპეციალიზებულ პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება იმ პირებსაც მიეცემათ, ვისაც უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მშენებლობის და ჯანდაცვის მიმართულებით აქვს მიღებული.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, ცვლილებათა პროექტი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და სრულად პასუხობს თანამედროვე პრაქტიკას.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა სხდომაზე ასევე ისაუბრა - „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე.

მისი განმარტებით, ცვლილებები სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საკითხების დაზუსტებას და გამარტივებას ითვალისწინებს.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს