ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლიანა სირაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლიანა სირაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედ…

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლიანა სირაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, განსაკუთრებით სკოლის ექიმების კვალიფიკაციისა და ამ პროფესიაში შესვლის ხელშემშლელ ბარიერებზე.

ასევე განიხილეს პროფესიული სწავლების სისტემაში მოზარდთა მედიცინისა და სასკოლო ექიმის მიმართულებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ამ სფეროში არსებული დეფიციტის შემცირებას.

შეხვედრისას იმსჯელეს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზეც, რომელიც ექიმების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამა სკოლაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, რათა დაცული იყოს მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების საუკეთესო ინტერესი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს