ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 3

"ნაციონალურ მოძრაობას" თავმოყვარეობა აქვს. ვინც იყო წევრი, ყველას ახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ოპოზიციურ ალიანსში ჩვენი შესვლის წინააღმდეგი" - ირაკლი ფავლენიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობას" თავმოყვარეობა აქვს. ვინც იყო წევრი, ყველას ახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ოპოზიციურ ალიანსში ჩვენი შესვლის წინააღმდეგი" - ირაკლი ფავლენიშვილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი "ოპოზიციურ ალიანსში" "ნაციონალური მოძრაობის" შესვლის წინააღმდეგი არ იყო. "ნაციონალურ მოძრაობას" თავმოყვარეობა აქვს. ვინც იყო წე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი "ოპოზიციურ ალიანსში" "ნაციონალური მოძრაობის" შესვლის წინააღმდეგი არ იყო. "ნაციონალურ მოძრაობას" თავმოყვარეობა აქვს. ვინც იყო წე…

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი "ოპოზიციურ ალიანსში" "ნაციონალური მოძრაობის" შესვლის წინააღმდეგი არ იყო.

"ნაციონალურ მოძრაობას" თავმოყვარეობა აქვს. ვინც იყო წევრი, ყველას ახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ამ ალიანსში ჩვენი შესვლის წინააღმდეგი. უბრალოდ, ფიზიკურად არ იმყოფებოდა პარტიაში და მას შეიძლება სხვანაირად ეგონა.

ალიანსში ყოფნის საკითხი გადაწყდება, რადგან მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება.

ახალგაზრდების როლთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს თავისი გეგმები, ინიციატივები. მაგრამ, რაც შეეხება ამ ე.წ. დაყოფას, თუნდაც ძველ თაობაზე რომ ვისაუბროთ, არასდროს არ შეუშლია ხელი," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" და დაშლილი ოპოზიციური ალიანსი. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 9 პარტიის ერთობა უნდა დატოვოს. მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი სოციალურ ქსელში წერს რომ ალიანსში შესვლა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო და თავად ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა.

ბოკუჩავას თამარ ჩერგოლეიშვილი ისევ მწვავედ აკრიტიკებს: "თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობების დასრულებისკენ მოუწოდებდა, ვინ დასრულდა დავინახეთ, ახლა ნანულა "გამაიყვანა", - წერს ფედერალისტების ლიდერი.

ოპოზიციაში არსებულ მძიმე კრიზისს ადასტურებს პატიმარი სააკაშვილიც, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. პატიმარ პრეზიდენტს, არც "ლელო" დავიწყებია და პარტიას ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტი უწოდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს