ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 13

შალვა პაპუაშვილი მომღერალ კორძის კონცერტზე: როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას

შალვა პაპუაშვილი მომღერალ კორძის კონცერტზე: როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმ…

როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას, - განაცხადა ბელგიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მომღერალ კორძის კონცერტზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი და სხვა დონორი ორგანიზაციები ვისი ფულიც იხარჯება კონცერტში ღიად უნდა გაემიჯნონ ამ ღონისძიებას.

„როდესაც ერთმხრივ არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს, როდესაც ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ორგანიზაცია „გორის კულტურული ცენტრი“, რომელიც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს და როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტილება. ასე, რომ ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას, რომელიც არის ექსტრემიზმი. ეს არის ფაშიზმი. როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს შემოსაზღვრავ და მათ მონებს უწოდებ ანუ უწოდებ უუფლებო არსებებს, ამბობ, რომ ესენი არა არიან ადამიანები - სწორედ ეს არის მთავარი დატვირთვა ამ ტერმინის და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი თანხობრივად ჩარეული ხარ, რა ღირებულებებზე უნდა ვისაუბროთ. ასეთი ევროპა იყო 100 წლის წინ. ან 100 წლის წინანდელი ევროპის ღირებულების მატარებელია ის ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანების და იდეოლოგიის ავტორებს ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიებას და ამ ადამიანებს. ასე, რომ ჩვენ ველით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირის თუ დონორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც ჩართული არიან ამ ღონისძიებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვები, იზიარებენ თუ არა, მომღერალ კორძის მიერ ქართველების გინებაზე პასუხისმგებლობას. წერილები „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოს, დანიის კულტურის ინსტიტუტსა და ხელოვნების სახლს გაუგზავნა. საქმე ეხება სექტემბრის ბოლოს დაანონსებულ კორძის კონცერტს, მუსიკოსის, რომელმაც მილიონზე მეტ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს