ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

ნინო წილოსანი - ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა - „ნაცმოძრაობა“ დგას ფუნდამენტალისტ „ნაცებზე“, რომლებიც ფაქტობრივად, სტოკჰოლმის სინდრომით ყვარობენ ბელად სააკაშვილს

ნინო წილოსანი - ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა - „ნაცმოძრაობა“ დგას ფუნდამენტალისტ „ნაცებზე“, რომლებიც ფაქტობრივად, სტოკჰოლმის სინდრომით ყვარობენ ბელად სააკაშვილს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა - „ნაცმოძრაობა“ არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება, - ამის შესახებ პარლამე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა - „ნაცმოძრაობა“ არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება, - ამის შესახებ პარლამე…

ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა - „ნაცმოძრაობა“ არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი დიდი შოუ, რომელსაც „სჭირდება ისეთი იაფფასიანი „შოუმენი“, როგორიც არის ნანუკა ჟორჟოლიანი".

„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ სრულებით არანორმალური ლიდერი ჰყავს მიხეილ სააკაშვილი სახით, ახალი არაა. მაგრამ ამ ლიდერის წინ, კეკლუცობისთვის და თბილი ადგილის მოსაპოვებლად რომ ახლა ქალები ეჭიდებიან ერთმანეთს, ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ალბათ. ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა ერთმანეთის იმიტომ ესხმიან თავს და შემდეგ თავს იმიტომ იმართლებენ, რომ სააკაშვილს თავი მოაწონონ და როგორღაც პირველობა დაიმსახურონ. თუმცა ის ფაქტი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დასახელდა და თავად ბელადი მოიაზრებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ალბათ, კარგად გვაჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი დიდი შოუ, რომელსაც სჭირდება ისეთი იაფფასიანი „შოუმენი“, როგორიც არის ნანუკა ჟორჟოლიანი.

ფაქტია, ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა. ეჭვი მეპარება, რომ მის რომელიმე მოსაზრებას რაიმე აზრიანი ან დასაბუთებული საფუძველი ჰქონდეს. ამას ადასტურებს ის, რომ ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა. ღმერთმა ხელი მოუმართოს და გააკეთონ. „ნაცმოძრაობა“ არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება. ერთადერთი, რაზეც „ნაცმოძრაობა“ დღემდე დგას, არის ფუნდამენტალისტი „ნაცები“, რომლებიც ვერ გამოდიან ძალადობრივი რეალობიდან და ფაქტობრივად, სტოკჰოლმის სინდრომით ყვარობენ თავის ბელად სააკაშვილს“, - განაცხადა წილოსანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს