ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ლევან მაჭავარიანი: მიშა სააკაშვილის ფავორიტობისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა იბრძვიან. უკადრებელს კადრულობენ, რაც მათგან არავის უკვირს

ლევან მაჭავარიანი: მიშა სააკაშვილის ფავორიტობისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა იბრძვიან. უკადრებელს კადრულობენ, რაც მათგან არავის უკვირს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებასა და კრიზისზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თინა ბოკუჩავამ პარტიის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებასა და კრიზისზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თინა ბოკუჩავამ პარტიის…

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებასა და კრიზისზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თინა ბოკუჩავამ პარტიის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მანქანაში შეიტყო, რაც ბოკუჩავას მიმართ დამამცირებელი ქმედება იყო.

მაჭავარიანის თქმით, ამის შემდეგ არავის უნდა უკვირდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ადამიანი და მისი უფლებები არაფერს ნიშნავს.

"ხედავთ, როგორი მოვლენები ვითარდება ამ პარტიაში. მიშა სააკაშვილის ფავორიტობისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა იბრძვიან. უკადრებელს კადრულობენ, რაც მათგან არავის უკვირს. როგორ დამამცირებლად მოექცნენ თინა ბოკუჩავას - მანქანაში შეიტყო ახალი თავმჯდომარის ამბავი, ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს აღარ უნდა უკვირდეს, როგორ დამამცირებლად ექცეოდნენ მოსახლეობას, რამდენად არაფერს ნიშნავს მათთვის ადამიანი და ადამიანის უფლებები.

მათი გამოსწორება ჩვენი საზოგადოების თვალში ვერ მოხდება. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ფსონი დასადებია ახალ სახეებზე, ახალგაზრდებზე, თუმცა, ის ადამიანები, რომელთაც აქვთ რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც რაღაცას წარმოადგენენ სუფთა წარსულით, ნამდვილად არ სურთ, რომ ასოცირებულები იყვნენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან," რადიკალურ ოპოზიციასთან და, მით უმეტეს უშუალოდ "ნაცების" დედა პარტიასთან," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს