ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა

ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბ…

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

სხდომაზე ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ საბჭოს ახალი სერვისების დანერგვის ინიციატივა გააცნო, რომლებიც მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან მიმდინარე კონსულტაციების საფუძველზე ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრება. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მერების უმრავლესობა სრულად იზიარებს დაგეგმილი სერვისების აუცილებლობას და მათ ადგილობრივი გამოწვევების ეფექტიან ინსტრუმენტად მიიჩნევს.

ამ ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ.

„დავსახეთ არაერთი გეგმა, თუ როგორ გაუმჯობესდება სერვისების მიწოდება თითოეულ მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია ის, რომ თვითმმართველობა ყოველდღიურად ძლიერდება და სწორედ ეს არის მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საბჭოს წევრებმა წარდგენილი გეგმა დადებითად შეაფასეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მუნიციპალური საჭიროებების უკეთ ასახვის მიზნით კონსულტაციების პროცესი ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება.

სხდომაზე განიხილეს ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხი. მათ შორის ა.თ.ე.ა-სა და UN Women-ის პარტნიორობით ADA-ს მხარდაჭერით ინიცირებული პროექტი, რომელიც დმანისსა და კასპში ინტეგრირებული ზრუნვის საპილოტე ჰაბების დაფუძნებას ითვალისწინებს.

საბჭომ მხარი დაუჭირა ა.თ.ე.ა-სა და სომხეთის თემთა გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რაც მუნიციპალური კადრების პროფესიულ განვითარებას, საგრანტო შესაძლებლობების გაზიარებას, ერთობლივ პროექტებსა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას მოიცავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს