ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

არჩილ გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს

არჩილ გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პრაგმატული მიდგომიდან და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პრაგმატული მიდგომიდან და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ…

პრაგმატული მიდგომიდან და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამაზე არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო.

„მათ შორის, შუა დერეფნიდან და იმ ეკონომიკური კავშირებიდან გამომდინარე სადაც უაღრესად დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიბრუნებთ იმ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი იყო, სხვადასხვა კულტურებისა და ერების დაკავშირებადობას. რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ევროკავშირის წარმომადგენლობა უნდა დაფიქრდეს.

ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ყოველთვის არის მათ საპასუხოდ. ასეთი განცხადებების ინიციატორები ჩვენ არასდროს არ ვართ ხოლმე, მაგრამ როდესაც თავდასხმაა, ამ თავდასხმას და ტყუილების გავრცელებას აუცილებლად ვპასუხობთ ხოლმე.

ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ თანასწორუფლებიანი ქვეყანა. შემდგარი ქვეყანა ვართ და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს და მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილების გადახედვას სთავაზობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს