ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

ანა წითლიძე – ვიცნობ ძალიან ბევრ აფხაზს, რომლებსაც წარმოუდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთთან ერთად, ჩემთვის იმედია იქ მცხოვრები მსგავსი აფხაზები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს განწყობა

ანა წითლიძე – ვიცნობ ძალიან ბევრ აფხაზს, რომლებსაც წარმოუდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთთან ერთად, ჩემთვის იმედია იქ მცხოვრები მსგავსი აფხაზები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს განწყობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსები წლების, საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, არანაირი ეთნიკური კონფლიქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსები წლების, საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, არანაირი ეთნიკური კონფლიქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრ…

რუსები წლების, საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, არანაირი ეთნიკური კონფლიქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძემ კომენტარი გააკეთა „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, იცნობს ძალიან ბევრ აფხაზს, რომელთაც უყვართ ქართველები და ქართველებს, რომელთაც უყვართ აფხაზები, ამიტომ განზოგადებას ვერ გააკეთებს.

„აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა. რუსები მუშაობდნენ ზუსტად იმ მიმართულებით, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის. რა თქმა უნდა, აფხაზების აღქმაში ჩვენ ახლა ვერ ვიქნებით იდეალისტები და ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, ყველას უყვარს ქართველები და ქართველებსაც უყვართ აფხაზები, რეალობას უნდა შევხედოთ. თუმცა, ვიცნობ ძალიან ბევრ აფხაზს, მათ შორის ჩემს ნათესავებს, რომლებსაც უყვართ ქართველები, ახსოვთ ქართველებთან თანაცხოვრება, წარმოუდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთთან ერთად. ამიტომ, ჩემთვის იმედია აფხაზეთში მცხოვრები მსგავსი აფხაზები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს განწყობა. ამას სჭირდება სწორი პოლიტიკა და სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც 14 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, ნაბიჯი არ გადაუდგამს „ქართულ ოცნებას“. სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, როგორ შევძლოთ ჩვენი ურთიერთობა არა წარსულის შეცდომებზე, არამედ კარგ ნიადაგზე. მე ვიცნობ ისეთ აფხაზებს, რომლებსაც უყვართ ქართველები და პირიქითაც, ამიტომაც ვერ განვაზოგადებ“, – განაცხადა წითლიძემ.

ავტორი - ანი ფაცია

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს