ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

არჩილ გორდულაძე – რუს ბიზნესმენებს სანქციებს უუქმებენ, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, სურთ, ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდეს

არჩილ გორდულაძე – რუს ბიზნესმენებს სანქციებს უუქმებენ, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, სურთ, ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ გორდულაძის თქმით, ევროკავშირი რუს ბიზნესმენებს უუქმებს სანქციებს, მეორე მხრივ კი, ვისმენთ განცხადებებს საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოსვლაზე, რაც მიუთითებს, რომ საქართველოსთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ გორდულაძის თქმით, ევროკავშირი რუს ბიზნესმენებს უუქმებს სანქციებს, მეორე მხრივ კი, ვისმენთ განცხადებებს საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოსვლაზე, რაც მიუთითებს, რომ საქართველოსთა…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ გორდულაძის თქმით, ევროკავშირი რუს ბიზნესმენებს უუქმებს სანქციებს, მეორე მხრივ კი, ვისმენთ განცხადებებს საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოსვლაზე, რაც მიუთითებს, რომ საქართველოსთან მიმართებით განცხადებები პოლიტიკურია.

გორდულაძის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების მიზანია საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვისმენთ, რომ საქართველოში სანქცირებული ტვირთი შემოდის, რაც აბსოლუტური ტყუილია. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით მადლობას ვიღებთ, როგორც ევროკავშირის შესაბამისი წარმომადგენლისგან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლისგან. მეორე მხრივ, რუს ბიზნესმენებს უუქმებენ სანქციებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია არასწორი და არათანაბარი მიდგომის. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სურთ, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს რეპუტაცია დაზიანდეს. არჩეული, თუ არარჩეული თანამდებობის პირები ასეთი სიცრუის გავრცელებაში არაერთხელ არიან მხილებული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ევროკავშირმა რუსი ბიზნესმენები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს