ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 3

ლიზა გეგეჭკორი: წლები ვუყურებდით, როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას, იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების მცდელობები - მისასალმებელია, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ეფექტურად ამუშავდა

ლიზა გეგეჭკორი: წლები ვუყურებდით, როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას, იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების მცდელობები - მისასალმებელია, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ეფექტურად ამუშავდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნამდვილად მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა ის, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და საჯარო სივრცეში მიზანმიმართული შეურაცხყოფისა და წყევლა-კრულვის გამო კონკრეტულ პირებს კანონის წინაშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნამდვილად მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა ის, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და საჯარო სივრცეში მიზანმიმართული შეურაცხყოფისა და წყევლა-კრულვის გამო კონკრეტულ პირებს კანონის წინაშ…

ნამდვილად მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა ის, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და საჯარო სივრცეში მიზანმიმართული შეურაცხყოფისა და წყევლა-კრულვის გამო კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, წლების განმავლობაში, რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას ცდილობდნენ, ახლა კი, საკუთარი მოსაზრება ყველამ ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მოაქციოს, ვინაიდან, თავისუფალი სიტყვა სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის აძლევს.

"წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას. ეს არ იყო უბრალოდ განსხვავებული აზრის დაფიქსირება, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების, ფსიქოლოგიური ტერორისა და მორალური ლინჩის მიზანმიმართული მცდელობები. იქმნებოდა ისეთი აუტანელი ფონი, რომ ხშირად იძულებული ხდებოდი, ამ ორგანიზებულ აგრესიაზე საპასუხო რეაქცია გქონოდა, რასაც საბოლოოდ გაუთავებელ ვირტუალურ ომებამდე მივყავდით.

თუ ვინმეს პოლიტიკური მარცხი, პირადი ბოღმა ან შინაგანი აგრესია ახრჩობს და საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს, ციფრული ტერორის მოწყობის ნაცვლად, შეუძლია შესაბამის დაწესებულებებს და ფსიქოლოგებს მიმართოს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სირცხვილი არ არის.

წესი კი ყველასთვის ერთი და ძალიან მარტივია: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საკუთარი მოსაზრება ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მოაქციოს. თავისუფალი სიტყვა სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის აძლევს.

ხოლო თუ ვინმეს მაინც ძალიან ეხალისება ბოღმის ნთხევა და საკუთარი არაადეკვატურობის საჯაროდ დემონსტრირება, კი ბატონო, გააგრძელონ და იხადონ სოლიდური ჯარიმები. იქამდე არაფერი გეტკინოთ, ჩვენ მაგაზე ნამდვილად არ ვიდარდებთ, სახელმწიფო ბიუჯეტსაც წაადგება და სოციალური ქსელიც გაიწმინდება!" - წერს გეგეჭკორი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს