ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდე, – ამის შესახებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდე, – ამის შესახებ…

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ამომრჩეველი არ არის იუსტიციის ქაღალდი და ბეჭედი.

„ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და მოგვიწოდებია ყველასთვის, მათ შორის გახარიას პარტიისთვისაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა რეჟიმს როგორ ანახებ შენს თავს. ხომ ჰქონდათ მოლოდინი 2025 წლის რუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვინც შევიდნენ, ამით თავს გადაირჩენდნენ ოლიგარქიული სისტემისგან, პარლამენტში შესვლაც ხომ თავის გადარჩენის ერთ-ერთი ნაწილი იყო გახარიას მხრიდან. ერთადერთი, რაც გადაგარჩენს, არის თანმიმდევრულობა. ახლა არ ვიცი, რა არის მიზანი სარჩელში გახარიას პარტიის დამატების. როგორიც არ უნდა იყოს მათი მიზანი, ნათლად მიუთითებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ სარჩელით ივაჭროს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ივაჭროს იმაზე, რომ პარტიების აკრძალვა-არააკრძალვის საკითხი დაიყვანოს ბიძინა ივანიშვილის სანქციების მოხსნა-არმოხსნაზე. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი მრავალათასიანი ამომრჩევლისთვის არ არის იუსტიციის ქაღალდი და ბეჭედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა წითლიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს