ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

მუსიკოსი „კორძი" გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის

მუსიკოსი „კორძი" გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც, მისი თქმით, ეს სიტუა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც, მისი თქმით, ეს სიტუა…

მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც, მისი თქმით, ეს სიტუაცია რეაგირების გარეშე დატოვეს.

„კორძი" მიიჩნევს, რომ ორგანიზატორების მხრიდან მის გაუქმებულ კონცერტზე რეაგირების არქონა ნორმალური არ არის და წერს, რომ კარგი იქნებოდა, მათ მცირედი მხარდაჭერა მაინც ეჩვენებინათ.

„გორში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით:

გორის მუნიციპალიტეტი ღონისძიების მასპინძელ სივრცეს „გაბრაზებული ბრბოს“ მობილიზებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩემს გამოსვლას არ გააუქმებდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი კვირის განმავლობაში, როგორც სამთავრობო მედიის, ისე პარლამენტის მხრიდან, ჩემი და მასპინძელი სივრცის მისამართით უკიდურესად შეუფერებელი თავდასხმები ხორციელდებოდა.

ღონისძიების სპონსორები (ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი) მიიჩნევენ, რომ მსგავს სიტუაციაში რეაგირების გარეშე დარჩენა მისაღებია.

მე კი ვფიქრობ, რომ ეს არ არის მისაღები.

მმართველი პარტიის მიერ ჩემი კონცერტების ჩაშლა მორიგი ფსკერია; კარგი იქნებოდა, ორგანიზატორებისგან მცირეოდენი მხარდაჭერა მაინც მიმეღო..." - წერს „კორძი".

მისივე თქმით, „უკვე ყელში ამოუვიდა ყოველ მეორე კვირას პოლიტიკური განცხადების წერა.“

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს