ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ლევან მახაშვილი ქუჩის პროტესტზე: ეს არის ჩვეულებრივი აგრესიული თემი, რომლის მიზანიც არის დესტრუქციის შემოტანა საზოგადოებაში. აქ გამორჩეული როლი აქვთ ბრიუსელის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში კვებავდნენ სწორედ ამ დესტრუქციას ქართულ საზოგადოებაში

ლევან მახაშვილი ქუჩის პროტესტზე: ეს არის ჩვეულებრივი აგრესიული თემი, რომლის მიზანიც არის დესტრუქციის შემოტანა საზოგადოებაში. აქ გამორჩეული როლი აქვთ ბრიუსელის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში კვებავდნენ სწორედ ამ დესტრუქციას ქართულ საზოგადოებაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყველაფერი თავისი გარდაუვალი დასასრულისკენ წავიდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ქუჩის პროტესტის შესახებ, რომელზეც ვრცელი პოსტი დღეს სოციალურ ქსელში პარლამენტის თა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყველაფერი თავისი გარდაუვალი დასასრულისკენ წავიდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ქუჩის პროტესტის შესახებ, რომელზეც ვრცელი პოსტი დღეს სოციალურ ქსელში პარლამენტის თა…

ყველაფერი თავისი გარდაუვალი დასასრულისკენ წავიდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ქუჩის პროტესტის შესახებ, რომელზეც ვრცელი პოსტი დღეს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა.

მახაშვილის შეფასებით, პროტესტის მონაწილეები არის აგრესიული თემი, რომელიც ძალიან შორს არის დემოკრატიისგან.

„როგორი მაღალფარდოვანი პოზიციებითაც არ უნდა შემოსულიყვნენ თავის დროზე ამ პროტესტში, როდესაც შენ არ ითვალისწინებ სხვის აზრს, როდესაც გაქვს რადიკალური დამოკიდებულებები საბოლოო ჯამში ადრე თუ გვიან ყველაფერი მივა აქ. ეს არის ფსევდორელიგიური, აგრესიული თემი, რომელიც ძალიან შორს არის დემოკრატიისგან, მოსახლეობის ამა თუ იმ წრის პოზიციების გამოხატვისგან, სამოქალაქო დიალოგისგან. ეს არის ჩვეულებრივი აგრესიული თემი, რომლის მიზანიც არის დესტრუქციის შემოტანა საზოგადოებაში. აქ გამორჩეული როლი აქვთ ბრიუსელის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში კვებავდნენ სწორედ ამ დესტრუქციას ქართულ საზოგადოებაში", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

შალვა პაპუაშვილმა პროტესტის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა: „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, საფუძვლიანად აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი - ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა".

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს