ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 3

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩ ვესელინ ვალკანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და საერთო ღირებულებებზე.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა ბულგარეთის ელჩს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს, აღნიშნეს, რომ ვესელინ ვალკანოვთან თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგიანი იყო და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს