ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

ირაკლი ფავლენიშვილი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი

ირაკლი ფავლენიშვილი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერთ კვირაში, პირველ ოქტომბერს გადის ხუთი წელი, რაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი მიხეილ სააკაშვილი პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში, დაჭერილია ივ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერთ კვირაში, პირველ ოქტომბერს გადის ხუთი წელი, რაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი მიხეილ სააკაშვილი პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში, დაჭერილია ივ…

ერთ კვირაში, პირველ ოქტომბერს გადის ხუთი წელი, რაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი მიხეილ სააკაშვილი პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში, დაჭერილია ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, მოუწოდებს ყველას, ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა, 19:00 საათზე ე.წ. რიყის დოქებთან შეიკრიბონ.

„ქვეყნის ფარგლებს გარეთ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი და არა, როგორც წლების განმავლობაში „ოცნების“ პროპაგანდის მიერ იყო შეფასებული. ახლა კი არის ნგრევის 14 წელი. ამიტომ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი, ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერი ქართული სახელმწიფოს რწმენის დაბრუნება თითოეული ქართული ოჯახისთვის, ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა, ყველას მოვუწოდებ, შევიკრიბოთ 19:00 საათზე რიყის ე.წ. დოქების იმ შენობასთან, რომელიც ისე გაავერაგეს და გააპარტახეს, როგორც ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გაგვიუქმეს ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, შეწყდა ევროპული ინტეგრაცია, შობადობა ისტორიულ მინიმუმზე, მიგრაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა, ბავშვებს წამლავენ, სკოლები ინგრევა და ამ ყველაფრის შესაჩერებლად აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს