ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

ირაკლი ფავლენიშვილი – კონკრეტული ოლიგარქების სანქციებისგან გათავისუფლება მაღალი დამაჯერებლობის უნდა იყოს, სანქციები უნდა სრულდებოდეს ისე, რომ ორმაგი სტანდარტის განცდა არ რჩებოდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – კონკრეტული ოლიგარქების სანქციებისგან გათავისუფლება მაღალი დამაჯერებლობის უნდა იყოს, სანქციები უნდა სრულდებოდეს ისე, რომ ორმაგი სტანდარტის განცდა არ რჩებოდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მაინტერესებს არგუმენტები, რომლებსაც უნდა გავეცნო, რადგან სანქციების აღსრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციები უნდა სრულდებოდეს ისე, რომ ორმაგი სტანდარტის განცდა არ რჩებოდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მაინტერესებს არგუმენტები, რომლებსაც უნდა გავეცნო, რადგან სანქციების აღსრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციები უნდა სრულდებოდეს ისე, რომ ორმაგი სტანდარტის განცდა არ რჩებოდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის…

მაინტერესებს არგუმენტები, რომლებსაც უნდა გავეცნო, რადგან სანქციების აღსრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციები უნდა სრულდებოდეს ისე, რომ ორმაგი სტანდარტის განცდა არ რჩებოდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ევროკავშირის მიერ რუსი ბიზნესმენების სასანქციო სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან საეჭვოა.

„კონკრეტულ ოლიგარქებზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაღალი დამაჯერებლობის უნდა იყოს მათი სანქციებისგან გათავისუფლება, რადგან კარგად ვიცით, იყო ოლიგარქი და არ იყო პუტინის აგენტი, რთული წარმოსადგენია. ვინც არ იყო პუტინის პირდაპირი აგენტი, ან მოიცილეს, ან მოკლეს, ან გააქციეს. ამიტომ, მართლაც ძალიან საეჭვო გახლავთ ხოლმე, რომ ადამიანები შეიძლება, გათავისუფლდნენ სანქციებისგან. ამიტომ, მაინტერესებს კონკრეტული არგუმენტები, რომლებსაც უნდა გავეცნო, რადგან ვფიქრობ, სანქციების აღსრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციები უნდა სრულდებოდეს ისე, რომ ორმაგი სტანდარტის განცდა არ რჩებოდეს. ეს გადაწყვეტილება საეჭვოა, რადგან ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება, იყო ოლიგარქი და არ იყო პუტინის აგენტი“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ევროკავშირმა რუსი ბიზნესმენები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს