ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

შალვა პაპუაშვილი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ ორასი ათას ადამიანს პასუხის ღირსადაც არ თვლის და „კორძის“ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა

შალვა პაპუაშვილი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ ორასი ათას ადამიანს პასუხის ღირსადაც არ თვლის და „კორძის“ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ ორასი ათას ადამიანს პასუხის ღირსადაც არ თვლის და ამ „კორძის“ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა, ლამის ბოდიშებით, რომ გააუქმა ეს შე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ ორასი ათას ადამიანს პასუხის ღირსადაც არ თვლის და ამ „კორძის“ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა, ლამის ბოდიშებით, რომ გააუქმა ეს შე…

ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ ორასი ათას ადამიანს პასუხის ღირსადაც არ თვლის და ამ „კორძის“ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა, ლამის ბოდიშებით, რომ გააუქმა ეს შეხვედრა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კორძის“ კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკი უკვე მრავალი წელია საქართველოშია და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საქართველო და ქართული საზოგადოება.

„დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, რაც ცნობილი გახდა, რომ ასეთი კონცერტი ტარდებოდა, სადაც ევროკავშირი ფულს უხდის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მისი დაფინანსებით იყო დაკავებული, საზოგადოება პასუხს ელოდა. მედია მიმართავდა და პაველ ჰერჩინსკი ამაზე დუმდა და პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა მილიონ ორასი ათასი საქართველოს მოქალაქე, რომლის მაგინებელსაც ფულს აძლევდა. პასუხის ღირსად არ ჩათვალა ქართული მედიაც. თუმცა, ამ მაგინებლის პოსტს განცხადებით გამოეხმაურა. ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ ორასი ათას ადამიანს პასუხის ღირსადაც არ თვლის და ამ „კორძის“ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა, ლამის ბოდიშებით, რომ გააუქმა ეს შეხვედრა.

მე ინფორმაცია მქონდა, რომ ევროკავშირის ელჩმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ ზიზღის მხარდაჭერა მიუღებელია საქართველოში. არ ვიცი, მისთვის პირადად შეიძლება მისაღებია, მაგრამ საქართველოში უნდა მოიქცეს ისე, როგორც ქართულ კულტურასა და საზოგადოებას ეკადრება. ამის იმედი მქონდა, თუმცა, ამ განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ვერაფერს მიმხვდარა.

ამდენი წელია საქართველოშია და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს არის დაცინვა, როცა გვეუბნებიან, რომ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას იცავენ. პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ საჯაროდ ხალხის გინება არის ქართული კულტურული მემკვიდრეობა, გვეუბნება, რომ მონის წოდება ან ფაშიზმი არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.

თუ მისი სტანდარტია, რომ დედის გინება არის გამოხატვის თავისუფლება, მივიღებთ ამას მხედველობაში, რომ თურმე ეს ყოფილა ევროპული სტანდარტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ჰერჩინსკის ერთხელაც არ დაუგმია საქართველოში ძალადობა და, ამის ნაცვლად, ესარჩლება ადამიანს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დედას აგინებს. მან ჰერჩინსკის საქციელს სირცხვილი უწოდა და განაცხადა, რომ არ იცის, ამაზე დაბლა დაშვება წარმოუდგენელია თუ არა და სხვა რომელიმე ელჩი იკადრებს თუ არა მსგავს საქციელს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს