ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ნიკოლოზ სამხარაძე: შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო - უცნობი იყო საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებული საკითხი, ანუ რატომ არ აგზავნის საქართველო დელეგაციას PACE-ში

ნიკოლოზ სამხარაძე: შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო - უცნობი იყო საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებული საკითხი, ანუ რატომ არ აგზავნის საქართველო დელეგაციას PACE-ში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლო…

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის დეპუტატებთან გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას.

„ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ვისაუბრეთ ოკუპაციის პრობლემატიკაზე. გვთხოვეს, მიგვეწოდებინა მაქსიმალურად ზუსტი და დეტალური ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე.

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი ეს დეტალი უცნობი იყო. მათ შორის, მათთვის უცნობი იყო საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებული საკითხი, ანუ რატომ არ აგზავნის საქართველო დელეგაციას PACE-ში (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში); უცნობი იყო ასევე ის, რომ საქართველოსგან დღესაც კი ითხოვს ევროკავშირი, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოთ; უცნობი იყო ის დონე ჩარევის, რომელიც საქართველოს არჩევნებში 2024 წელს მოხდა“, - განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, კლოდ ვისელერს შეხვდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს