ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ლევან მაჭავარიანი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამასთან დაკავშირებით შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა

ლევან მაჭავარიანი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამასთან დაკავშირებით შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამ…

ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამასთან დაკავშირებით შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ზუსტად იგივე ითქმის იმ ადამიანებზეც, რომლებიც პოლიტიკოსებს არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით თავს ესხმოდნენ.

„ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა იმ რადიკალებზე, რომლებიც პოლიტიკოსებს უვარდებოდნენ, როდესაც არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ კაფეებში, აეროპორტებში და ა.შ.

საქართველოში ხალხი გამოფხიზლებულია, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ფაშისტური თავდასხმები განახორციელონ ჩვენს თანამოქალაქეებზე“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

„კორძი“ მისი კონცერტის გაუქმების გამო ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: „ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის".

როგორც ცნობილია, „კორძის“ კონცერტი, რომელიც 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს