ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ…

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა.

მომხსენებელმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სააგენტოს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა რეგიონში, 16 მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. მისი ინფორმაციით, გასულ თვეს მცხეთაში გაიხსნა ბოლო სერვის-ცენტრი და ამით დასრულდა რეგიონული სერვის-ცენტრების გახსნის პროცესი საქართველოს მასშტაბით. მიმდინარე წელს კი ასევე, დასრულდება ამ სერვის-ცენტრების ფორმირება.

მისი ინფორმაციით, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობაც.

მომხსენებელმა სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაასახელა.

„სააგენტომ 58 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია დააფინანსა, ითანამშრომლა 30-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან. პროგრამაში 3000-ზე მეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ჩაერთო და რაც მთავარია, კურსდამთავრებულთა თითქმის 70% დასაქმდა, რაც პროგრამის მაღალეფექტურობაზე მიუთითებს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ სტაჟირების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სააგენტომ სტაჟირების ანაზღაურების თანხა გასულ წელს 400 ლარამდე, წელს კი, 500 ლარამდე გაზარდა. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სააგენტოს კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე და შრომითი მიგრაციის მართვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს წარდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს დასაქმებული არჩეული პროფესიის შესაბამისად. მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, საქართველოში 30 000 უცხოელია დარეგისტრირებული დასაქმების მაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოს. მათი უფლებები არ უნდა დაირღვეს“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს