ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 3

თაზო დათუნაშვილი - საბრალო შესახედია, მიხეილ სააკაშვილი, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის

თაზო დათუნაშვილი - საბრალო შესახედია, მიხეილ სააკაშვილი, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტალახის სროლა არაფრის მომტანია და დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს. ძალიან საბრალო შესახედია, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორია, იქამდე დაეცეს, სადამდეც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტალახის სროლა არაფრის მომტანია და დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს. ძალიან საბრალო შესახედია, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორია, იქამდე დაეცეს, სადამდეც…

ტალახის სროლა არაფრის მომტანია და დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს. ძალიან საბრალო შესახედია, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორია, იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

დათუნაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: „ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, „ახალი“ თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად“.

„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თავის საქმეში იყვნენ წარმატებულები. სააკაშვილმა კი ჯერ ეს ქვეყანა ჩააბარა რუსებს და ივანიშვილს, შემდეგ საკუთარი თავი და შუაში რამდენჯერმე ჩამოშალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთ დროს „ვარდების რევოლუციის“ ფლაგმანი. სააკაშვილს პერიოდულად გამონათებები აქვს საღი აზრის, ერთ-ერთი ასეთი გამონათების დროს ნათქვამი აქვს: „სხვისი ლანძღვით პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ დააგროვებს“. მის ამ ფრაზას ვეთანხმები და პერიოდულად საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს ხოლმე. ვიცი, რამდენად აფასებს საკუთარ თავს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს