ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ალექსანდარ ვუჩიჩი: გულთბილი საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთან სერბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაუმჯობესებასა და იმ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენი ხალხების ისტორიული, კულტურული და რელიგიური კავშირები აერთიანებს

ალექსანდარ ვუჩიჩი: გულთბილი საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთან სერბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაუმჯობესებასა და იმ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენი ხალხების ისტორიული, კულტურული და რელიგიური კავშირები აერთიანებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ვუჩიჩის განცხადებით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციულად მეგობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ვუჩიჩის განცხადებით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციულად მეგობ…

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ვუჩიჩის განცხადებით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„გულთბილი საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთან სერბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაუმჯობესებასა და იმ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენი ხალხების ისტორიული, კულტურული და რელიგიური კავშირები აერთიანებს“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური კავშირების გაძლიერების, სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და სტრატეგიული პროექტების მნიშვნელობას. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბელგრადი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის ამოქმედება და სერბეთის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას.

ვუჩიჩმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ EXPO 2027-ში მონაწილეობის ოფიციალურად დადასტურების გამო და აღნიშნა, რომ ეს გამოფენა ორი ქვეყნის ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის კავშირების გაღრმავების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს