ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად

ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს, - წერს ანალიტიკო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს, - წერს ანალიტიკო…

ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშილი საუბრობს იმ ძირითად საკვანძო საკითხებზე, რომლებიც გაეროში პრემიერის სიტყვის გამოსვლისას გამოიკვეთა და აცხადებს, რომ დღევანდელობაში ცოტა ქვეყანა თუ მოიძებნება საქართველოს მსგავსი, რომელიც „ასეთი წარმატებული და პროგრესირებადია“ მსოფლიო გამოწვევების მიუხედავად.

„ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს:

- პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-იან ოკუპაციასა და დევნილთა პრობლემატიკაზე. ამასთან, გაჟღერდა პირდაპირი მიმართვა აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისადმი, საერთო ისტორიაზე, ნდობის აღდგენასა და იმ სიკეთეების გაზიარებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს.

- შეფასდა საქართველოს სტრატეგიული როლი ევროპასა და აზიას შორის. საუბარი შეეხო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს , კერძოდ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რკინიგზის მოდერნიზაციას, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს. აღინიშნა, რომ 2032 წლამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება.

- ხაზგასმით აღინიშნა ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის მაჩვენებლის 7.1%-მდე შემცირება. გრძელვადიანი მიზანია საქართველოს ტრანსფორმაცია მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად.

- გამოსვლის ფინალური აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენულ თანასწორობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე!!!

თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად. ეს დასაფასებელია!“- წერს სადღობელაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს