ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

ლევან მეხუზლა: ყურძნის ხარისხზე ზრუნვა პერსპექტივაში მიგვიყვანს იქამდე, რომ სახელმწიფოს აღარ მოუწევს რთველის პროცესში აქტიური ჩართვა

ლევან მეხუზლა: ყურძნის ხარისხზე ზრუნვა პერსპექტივაში მიგვიყვანს იქამდე, რომ სახელმწიფოს აღარ მოუწევს რთველის პროცესში აქტიური ჩართვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხარისხი რჩება პრიორიტეტად და ხარისხთან მიმართებაში კომპრომისები ვერ იქნება დაშვებული. წელს თუ რთველში მკვახე ყურძენი მხოლოდ 5 მანქანა ჩაბარდა, მომავალ წელს 1 მანქანაც არ უნდა იყოს ასეთი - ეს არის ჩვენი მიზანი. დღეს მევენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხარისხი რჩება პრიორიტეტად და ხარისხთან მიმართებაში კომპრომისები ვერ იქნება დაშვებული. წელს თუ რთველში მკვახე ყურძენი მხოლოდ 5 მანქანა ჩაბარდა, მომავალ წელს 1 მანქანაც არ უნდა იყოს ასეთი - ეს არის ჩვენი მიზანი. დღეს მევენ…

ხარისხი რჩება პრიორიტეტად და ხარისხთან მიმართებაში კომპრომისები ვერ იქნება დაშვებული. წელს თუ რთველში მკვახე ყურძენი მხოლოდ 5 მანქანა ჩაბარდა, მომავალ წელს 1 მანქანაც არ უნდა იყოს ასეთი - ეს არის ჩვენი მიზანი. დღეს მევენახეებს შეუძლიათ ნაკლები დანახარჯით, ცოტა და ხარისხიანი ყურძნის მოყვანა და დიდი ფინანსური შემოსავლის მიღება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას.

მისი განცხადებით, ჯერ კიდევ თებერვალში იყო ფერმერებისთვის ცნობილი სქემა, რომლის საფუძველზე მოხდებოდა სახელმწიფო საწარმოში ყურძნის ჩაბარება.

„უმთავრესი, რის გამოც მოხდა მინიმალური ცვლილებების შეტანა დიფერენცირებული ფასების რეგულაციაში, იყო უხვი ნალექი და არც თუ ისე ცხელი ზაფხული, ვაზი ყვავილობაში და ყურძენი მწიფობაში გვიან შევიდა. ბოლო წლებში ეს ერთ-ერთი ყველაზე გვიანი რთველია. მოსახლეობას გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა ყურძენი ვერ მისულიყო შესაბამის კონდიციამდე. ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების დადგენის მიზანია, რომ გონივრულად იქნას გამოყენებული შრომაც, ხარჯებიც და შემოსავალიც. ამ დრომდე გადამუშავებული ყურძნის სტატისტიკით ფაქტია, რომ რეფორმა მუშაობს. მევენახეების 99%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო ჩაბარებული“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს