ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ლევან მახაშვილი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: მიზანი ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა და გარედან იძულების გზით ხელისუფლების ცვლილებაა

ლევან მახაშვილი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: მიზანი ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა და გარედან იძულების გზით ხელისუფლების ცვლილებაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს ორგანიზაციები პირდაპირ დგანან სათავეში იმ პროცესის რასაც ჰქვია უცხოური ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი საფრანგე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს ორგანიზაციები პირდაპირ დგანან სათავეში იმ პროცესის რასაც ჰქვია უცხოური ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი საფრანგე…

ეს ორგანიზაციები პირდაპირ დგანან სათავეში იმ პროცესის რასაც ჰქვია უცხოური ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ეკა გიგაურის გამოსვლას გამოეხმაურა.

„ასე მონიშნავენ ქვეყნის სუსტ წერტილებს, სად უნდა დაარტყან ქვეყანას, სად და ვინ უნდა დაასანქცირონ, როდის უნდა შეუტიონ სახელმწიფოს. რეალური მიზანი ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა და გარედან იძულების გზით ხელისუფლების ცვლილებაა. ასე რომ ეს მიზანი 4 ოქტომბერს იქნებოდა თუ სხვა დღეებში, გამოააშკარავეს“, - აღნიშნა მახაშვილმა.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სიტყვით გამოვიდა. მან სახელმწიფოს „რუსული მეთოდებით მართვაზე“ ისაუბრა და პარტნიორებს მოუწოდა, „ნუ დატოვებენ საქართველოს მოქალაქეებს მარტო".

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს