ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

შალვა პაპუაშვილი: ​ვინც ლევილის მამულში ნამყოფია, მიხვდება, თუ რა მასშტაბის სამუშაო ჩატარდა - შენობებთან ერთად მთლიანად ტერიტორია არის გამწვანებული, დარგულია ვაზი და მართლაც პატარა საქართველოა საფრანგეთში

შალვა პაპუაშვილი: ​ვინც ლევილის მამულში ნამყოფია, მიხვდება, თუ რა მასშტაბის სამუშაო ჩატარდა - შენობებთან ერთად მთლიანად ტერიტორია არის გამწვანებული, დარგულია ვაზი და მართლაც პატარა საქართველოა საფრანგეთში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლევილი ყოველთვის ემოციურია, ვინაიდან წარმოიდგენ, ათწლეულების განმავლობაში როგორ ინახავდა ჩვენი ემიგრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის იმედს. მართალია, ზოგიერთი მათგანი ვერც დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ დამოუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლევილი ყოველთვის ემოციურია, ვინაიდან წარმოიდგენ, ათწლეულების განმავლობაში როგორ ინახავდა ჩვენი ემიგრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის იმედს. მართალია, ზოგიერთი მათგანი ვერც დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ დამოუ…

ლევილი ყოველთვის ემოციურია, ვინაიდან წარმოიდგენ, ათწლეულების განმავლობაში როგორ ინახავდა ჩვენი ემიგრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის იმედს. მართალია, ზოგიერთი მათგანი ვერც დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველო დაბრუნდა ლევილში და დღეს ეს ტერიტორია, ეს მამული საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია საფრანგეთს შუაგულში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ერისთვის ისტორიული მომენტია.

„ლევილი, რომელიც ჩვენს ფიქრებსა და წარმოდგენებში არსებობდა, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შემნახველი კუნძული, ჩვენი ქვეყნის გარეთ, როდესაც ის საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო, ეს მამული საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდა და აღორძინდა იმ მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოს სჭირდება.

​ვინც ლევილის მამულში ნამყოფია, მიხვდება, თუ რა მასშტაბის სამუშაო ჩატარდა აქ, შენობებთან ერთად მთლიანად ტერიტორია არის გამწვანებული, დარგულია ვაზი და მართლაც პატარა საქართველოა საფრანგეთში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საფრანგეთში ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ღონისძიება გაიმართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს