ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს ეკა გიგაურს, მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს ეკა გიგაურს, მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს ეკა გიგაურს. მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ ამ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს ეკა გიგაურს. მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ ამ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გა…

მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს ეკა გიგაურს. მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ ამ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პატიმრების სიაში შეიყვანს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ისტორიაში ეკა გიგაური მე-17 მნიშვნელობის ადამიანია. მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანია ის, ვინ აფინანსებს მას.

„უნდა გაირკვეს, ვინ არის დამფინანსებელი. იცით, ამას მალავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ვიცით, ესტონეთში არიან დარეგისტრირებული და ესტონეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არიან. არ ვიცი, ესტონეთი აფინანსებს თუ რომელი სახელმწიფო, მაგრამ მგონია, ახლა უკვე პრინციპულია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს ამ ჯგუფს. დამფინანსებელს როდესაც მოვძებნით, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი. არსებობს ვარაუდი, რომ ამის უკან მოქმედებენ სპეცსამსახურები, რომლებსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავისი აგენტი, უნდათ, დაიხსნან პატიმრობიდან. უკვე ხუთი წელია ცდილობენ, როგორც თავისი აგენტი დაიხსნან პატიმრობიდან სხვადასხვა მანქანებით, მათ შორის გახსოვთ, პოლონეთის მთავრობამ ექიმიც კი შეაპარა სპეცდავალებით მიხეილ სააკაშვილთან, წინდით უნდა გამოეტანა რაღაცები და დააკავეს. სირცხვილში ჩავარდა მთლიანად პოლონეთის მთავრობა, რომ ასეთი რამე იკადრეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ნახა ევროკავშირის ყალბი დემარში იუსტიციის მინისტრთან.

„როდესაც იუსტიციის მინისტრზე პირდაპირ იყო ზეწოლა, რომ სააკაშვილი კვდებოდა და ეს იყო დღეების ამბავი. თითქოს რამდენიმე დღეში მოკვდებოდა თუ არ გადავცემდით მათ, ევროკავშირის წარმომადგენლებს. და თუ მოკვდებოდა, საქართველო საერთოდ გახდებოდა კეთროვანივით ყველასთვის. ვნახეთ, რომ არა თუ რამე დაემართა, შვილი ეყოლა, ძალიან ჯანსაღადაც გამოყურება, სასამართლო პროცესებს ვინც ადევნებს თვალყურს.

ამის მკადრებელ ხალხთან გვაქვს საქმე. ესეც ამ კამპანიის ნაწილია, რომ დაიხსნან დიქტატორი, საკუთარი აგენტი დაიხსნან ციხიდან. ეს დავალება აქვს ეხლა მიცემული ეკა გიგაურს, ის ამ ყველაფერში პაიკია ჩვეულებრივი, რომელიც ასრულებს უცხო დამფინანსებლების დავალებას. ახლა მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას. მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ ამ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს