ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

შალვა პაპუაშვილი ბურჭულაძის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი აღიარება 4 ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ

შალვა პაპუაშვილი ბურჭულაძის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი აღიარება 4 ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პაატა ბურჭულაძის ციხიდან გამოქვეყნებული წერილი შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ბურჭულაძის განცხადება დასტურია, რომ 4 ოქტომბერს საქმე გვქონდა ხელისუფლების დამხობასთან.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პაატა ბურჭულაძის ციხიდან გამოქვეყნებული წერილი შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ბურჭულაძის განცხადება დასტურია, რომ 4 ოქტომბერს საქმე გვქონდა ხელისუფლების დამხობასთან.…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პაატა ბურჭულაძის ციხიდან გამოქვეყნებული წერილი შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, ბურჭულაძის განცხადება დასტურია, რომ 4 ოქტომბერს საქმე გვქონდა ხელისუფლების დამხობასთან.

„ეს არის კიდევ ერთი აღიარება 4 ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ. ახლა თავს აცოდებენ საზოგადოებას, რომ არაფერი იცოდნენ და რომ ვითომ სცენაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

ამ ადამიანებმა 7 ათასი ქართველი აიყოლიეს. 7 ათასი საქართველოს მოქალაქე 4 ოქტომბერს მივიდა, რომ სისხლი დაეღვარა, რომ სამოქალაქო ომი ყოფილიყო. ეს სექტა მზად იყო, საქართველოში 90-იანი წლები გაემეორებინა, ხელისუფლება დაემხო და საქართველოში სისხლიანი დაპირისპირება წამოეწყოთ. აი, ამ მზაობით, 7 ათასი მოქალაქე მივიდა, საკუთარი სამშობლო არეულობისთვის გაწირა. აქედან 20-30 ადამიანია დაკავებული და ამაზეც არ უნდათ, რომ პასუხი აგონ “, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობაში მსჯავრდებულმა ბურჭულაძემ ციხიდან დაწერა, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს, მათი ქმედებებით ხელისუფლების გადარჩევა შეძლეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს