ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს ივანიშვილის რეჟიმია, დირექტივა აქვთ მიღებული აკრძალონ არასამთავრობო თუ ოპოზიციის წარმომადგენლები

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს ივანიშვილის რეჟიმია, დირექტივა აქვთ მიღებული აკრძალონ არასამთავრობო თუ ოპოზიციის წარმომადგენლები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს ივანიშვილის რეჟიმია. მათ მიიღეს დირექტივა ანაკლიის პორტის არაშენების შესახებ, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ლიდერების დაკავების შესახებ, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს ივანიშვილის რეჟიმია. მათ მიიღეს დირექტივა ანაკლიის პორტის არაშენების შესახებ, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ლიდერების დაკავების შესახებ, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახ…

ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს ივანიშვილის რეჟიმია. მათ მიიღეს დირექტივა ანაკლიის პორტის არაშენების შესახებ, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ლიდერების დაკავების შესახებ, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: „ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან“.

„სხვაზე საუბარი ყოველთვის ნიშნავს, რომ თავისი ჭირი, რაც აქვთ, სურთ სხვას დააბრალონ. აქ ბრძოლა მიდის დემოკრატიისთვის. აქ ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი არსებობდეს, თავისუფალი მედია არსებობდეს, მათ შორის არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება. ეს რეჟიმიც უნდა შეიცვალოს, მაგრამ, როცა ამბობენ, ბრძოლა მიმდინარეობსო, ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ გადავრჩეთ და დავამარცხოთ, საბოლოო ჯამში, რუსული რეჟიმი. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს ამ ბრძოლაში დირექტივა მიღებული, დირექტივა აქვს მიღებული ივანიშვილს, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის არასამთავრობო თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, აკრძალოს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს