ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 19

ირაკლი ფავლენიშვილი – ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

ირაკლი ფავლენიშვილი – ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გა…

ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი განსხვავებული აზრი აქვს როგორც გვარამიას, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს.

„ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი განსხვავებული აზრი აქვს როგორც გვარამიას, ასევე ჩვენს ლიდერს და ჩვენს გუნდს. ნახავდით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს. ამ შემთხვევაში, ალბათ, გულისხმობს გვარამია სეპარატისტებს, რომლებიც ვერ იტანენ ქართველებს, იმიტომ, რომ არიან ქართველმოძულე რეჟიმის წარმომადგენლები. ალბათ, იმ ადამიანებს გულისხმობს და არა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვეულებრივად თანაცხოვრობენ ჩვენთან. აფხაზეთშიც ისეთივე ქართველები ცხოვრობენ, როგორც საქართველოს სხვა ნაწილში. ალბათ, გულისხმობს დამნაშავე სეპარატისტებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს