ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 16

ნინო წილოსანი: არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს

ნინო წილოსანი: არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმ…

არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, სრულად რადიკალური „ნაცმოძრაობა“ სურდათ, რომ რაღაცით დაებალანსებინათ.

„არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს. სრულად რადიკალური „ნაცმოძრაობა“ სურდათ, რომ რაღაცით დაებალანსებინათ, ამ დაბალანსების პროცესში ჩათვალეს, რომ „გახარიებს“ შეეძლოთ მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული როლი ეთამაშათ, ხოლო ბიზნეს „ბეგრაუნდის“ „ლელო“, ალბათ იფიქრეს, რომ მისაღები იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის. თუმცა, ეს დაბალანსების პროცესი სრულად ჩაუვარდათ, როდესაც ერთ შემთხვევაში „გახარიებმა“ დაიწყეს დიდი სიამოვნებით და ყველანაირი მორიდების გარეშე საკრებულოებში „ნაცებთან“ ერთად კოალიციის შეკვრა, ხოლო „ლელომ“, მაგალითად თავის მანდატებზე უარის თქმით არანაკლები რადიკალიზმი გამოაჩინა.

რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ თითქოს გაამრავალფეროვნონ ოპოზიციური ველი და არ იყოს სრულად რადიკალიზებული, მოატყუონ ქართველი ამომრჩეველი, თუმცა ძალიან რთულია მოატყუო ქართველი ამომრჩეველი, როდესაც ისინი ხედავენ „გახარიებისა“ და „ლელოს“ პირდაპირ ანტიქართულ მოქმედებებს და არანაკლებ რადიკალიზმს, ვიდრე ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“, - აღნიშნა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს