ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო ლელოს გაუნახევრდა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო ლელოს გაუნახევრდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო ლელოს გაუნახევრდა, - განაცხადა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო ლელოს გაუნახევრდა, - განაცხადა…

ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო ლელოს გაუნახევრდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, გახარია შეაბრუნეს პოლიტიკაში მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დაუწესეს 43%-იანი ბარიერი.

„გახარია შემოაბრუნეს პოლიტიკაში, როდესაც ჩვენ დაგვიწესეს 43%-იანი ბარიერი და მისი მესიჯი ჩვენს მხარდამჭერებში იყო, რომ თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი გახლდათ, რომ ხელი შეეშალა ბარიერის გადალახვაში. შემდეგ მან 4 მუნიციპალიტეტში ღიად შექმნა კოალიციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამის შემდეგ უკვე დაიწყეს მისი იმგვარად გადალაგება, რომ გაემიჯნათ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“.

ჩვენ ეს ვიხილეთ 2024 წელს. 2025 წელს, როდესაც აგენტურას დაავალეს არჩევნების ბოიკოტირება და მხოლოდ „ლელოს“ და გახარიას დაავალეს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, რომ ისევე აღქმები შექმნილიყო, თითქოს ისინი დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ. ასევე მარტში ეს პარტიები დატოვეს კოალიციის მიღმა და ხელოვნური ხმაური დაავალეს კოალიციის პარტიებს, რომ ისევ საზოგადოების ყურადღება ხმაურზე გადასულიყო და ეს ორი პარტია გამიჯნულიყო „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“.

გარე ძალები გააგრძელებენ ამ სტრატეგიით მუშაობას, 2028 წლისთვის უფრო მეტი ფსონის დადებას აპირებენ „ლელოსა“ და გახარიაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წინ ელოდებათ სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გადაწყვეტილება იქნება, როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე უცხო ძალების მორჩილებაში მყოფ აგენტურული ჯგუფის შესახებ წერს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს