ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 14

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ თბილისის და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ თბილისის და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. მერაბ გამყრელიძის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო სამსახურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. მერაბ გამყრელიძის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო სამსახურ…

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

მერაბ გამყრელიძის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოს, ასევე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებს ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ.

საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ხარშილაძე დაინიშნა, კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად - გიორგი ჯავახიშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად - გიორგი კორსანტია, ხოლო ქვემო ქართლის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელად - პაატა გორდაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში, მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, ეფექტიანი გამოძიებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

მან ასევე ისაუბრა სამსახურის გაძლიერებისა და განვითარების სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს