ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 26

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რა არის

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რა არის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისინი [ოპოზიცია] არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რას არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისინი [ოპოზიცია] არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რას არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერი…

ისინი [ოპოზიცია] არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რას არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს პატარა სოფლები უწოდა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიცია ყოველთვის კონკრეტული ძალების ინტერესებს ასრულებდა.

„ეს მხოლოდ სტატისტიკაა მათთვის და მეტი არაფერი - თითოეული დაღვრილი წვეთი სისხლი, თითოეული სიცოცხლე, თოთოეული დანგრეული ოჯახი, თითოეული მიტოვებული სახლ-კარი. რა უნდა ვისაუბროთ ხალხზე, რომლებმაც ყველაფერი აკეთეს ოკუპანტის სასარგებლოდ? ჩვენი ბიჭების სისხლი არ იყო გამშრალი, გლოვობდა ქვეყანა, როდესაც საზღვარ-საზღვარ დარბოდა და ტურისტებს ეზიდებოდა ჩვენს ქვეყანაში. გლოვა არ იყო დამთავრებული, ღალატის აქტი ახალი ჩადენილი იყო და გამოდიოდნენ და 80-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი მიყედეს რუსეთზე დამოკიდებულ კომპანიებს. მიზანი ერთია მათთვის, რომ როგორმე მობრუნდნენ და საბოლოოდ გაანადგურონ, გააქრონ ჩვენი ქვეყანა. ეს ის ხალხია, ვისთვისაც ჩვენს ქვეუყანაში სტატისტიკაა სიცოცხლე და ქვების გროვაა სოფლები და უკრაინაში თურმე უნდა შევწირულიყავით მთელი ქვეყანა. თითოეული მათი განცხადება ემსახურება ერთს - აგენტურის დავალების შესრულება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს