ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, 28-29 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით – „გზები მშვიდობისკენ: მეორე საერთაშორისო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, 28-29 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით – „გზები მშვიდობისკენ: მეორე საერთაშორისო…

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, 28-29 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით – „გზები მშვიდობისკენ: მეორე საერთაშორისო კონფერენცია უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე“.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც.

კანადაში საქართველოს ელჩის, სალომე ქურასბედიანის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს კონფერენციის მონაწილეებს, გაიმართება შეხვედრა ანადელ კოლეგასთან.

„დღეს ტორონტოში, კანადის ორგანიზებით, იმართება საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის საკითხზე, რომელსაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, კონფერენციას ესწრება ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. კონფერენციის ფარგლებში, იგი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და აგრეთვე, გაიმართება შეხვედრა მის კანადელ კოლეგასთან. ბუნებრივია, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მაღალი პოლიტიკური დიალოგისა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ზოგადად, ჩვენი ქვეყანა მტკიცე მხარდამჭერია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ასეთ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ფაქტს“, – განაცხადა ქურასბედიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს