ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 13

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატები არ გვპატიობენ სუვერენიტეტის დაცვას - დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობის კიდევ არაერთი უშედეგო მცდელობა იქნება

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატები არ გვპატიობენ სუვერენიტეტის დაცვას - დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობის კიდევ არაერთი უშედეგო მცდელობა იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები კვლავ შეეცდებიან საქართველოში არეულობის მოწყობას და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას არ შეეგუებიან. დეპუტატი საკომსტიტუციო სასა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები კვლავ შეეცდებიან საქართველოში არეულობის მოწყობას და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას არ შეეგუებიან. დეპუტატი საკომსტიტუციო სასა…

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები კვლავ შეეცდებიან საქართველოში არეულობის მოწყობას და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას არ შეეგუებიან.

დეპუტატი საკომსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზეც საუბრობს, რომელიც რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვას უკავშირდება. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გვერდს ვერ აუვლის იმ უამრავ მტკიცებულებას, რომელიც საპარლამენტო კომისიამ მოიპოვა.

„ევრობიუროკრატები არ აპირებენ, თავი დაგვანებონ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო მყარად იცავს სუვერენიტეტს. ისინი კვლავ ეცდებიან საქართველოში არეულობის მოწყობას. მათ არ სურთ მიიღონ ის მოცემულობა, რომ საქართველომ გაბედა და საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვა. მათ არეულობა გამოუვიდათ უკრაინაში და კიდევ ბევრ სხვა სახელმწიფოში; მოლდოვას ათქმევინეს - სხვა ქვეყანასთან გავერთიანდებით და ისე მიგვიღეთ ევროკავშირშიო. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ისინი სუვერენიტეტის დაცვას არ გვაპატიებენ. ევრობიუროკრატები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ, თუკი ამ კავშირის წევრები გახდებიან, არავითარი უფლება არ ექნებათ და, ფაქტობრივად, სუვერენიტეტსაც დაკარგავენ.

კიდევ არაერთი მცდელობა იქნება არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობისა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ერთი წელიც არაა გასული პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებების განხილვებიდან. პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება ხედავდა, რას საუბრობდნენ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მოწვეული ადამიანები. ვინც იმ რეჟიმს გადაურჩა, ზოგი დასახიჩრებული მოვიდა, ზოგი საკუთარ გარდაცვლილ ოჯახის წევრზე ყვებოდა - რა უბედურება გამოატარა სააკაშვილის რეჟიმმა.

ძალიან მაღალი ხარისხის საგამოძიებო დასკვნაა - ვიდეო და აუდიო მასალით, და ეს ყველაფერი საერთაშორისო გადაწყვეტილებებით არის გამყარებული. შესაბამისად, ვერავის მოუტრიალდება ენა და ვერ იტყვის, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაცია („ნაციონალური მოძრაობა“) ან მისი დანამატები უნდა არსებობდნენ პოლიტიკაში.

ნიურნბერგის პროცესზე სხვა არაფერი მომხდარა, როცა ნაციონალ-სოციალისტური [ფაშისტური] პარტია გასამართლდა. აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ ჰიტლერი და მისი პარტია კიდევ დაეშვათ არჩევნებში.

„ნაცმოძრაობა“ და მისი აქტივი, ახლა რომ პატრიოტულ განცხადებებს აკეთებს, გადახედოს თავის წარსულს. ქართულ პოლიტიკას არაფერი ეშველება, ვიდრე ეს პარტიები და მათი დანამატები იარსებებენ.

შესაბამისად, იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს