ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 16

თამთა მეგრელიშვილი: IRI-ის კვლევაში ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი - ოპოზიციის მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვა ადასტურებს, რომ ისინი პოლიტიკურად განულებულები არიან

თამთა მეგრელიშვილი: IRI-ის კვლევაში ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი - ოპოზიციის მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვა ადასტურებს, რომ ისინი პოლიტიკურად განულებულები არიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებს ჯამში - 16%. მისი შეფასებით, კვლევის მონაცემები მმართველი პარტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებს ჯამში - 16%. მისი შეფასებით, კვლევის მონაცემები მმართველი პარტ…

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებს ჯამში - 16%. მისი შეფასებით, კვლევის მონაცემები მმართველი პარტიის პოლიტიკურ უპირატესობასა და რადიკალური ოპოზიციის დაბალ რეიტინგზე მიუთითებს.

„IRI-ის სავარაუდო კვლევამ რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია. გავრცელებული მონაცემებით, რომლებსაც ისინი რამდენიმე დღე მალავდნენ, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო მათ ჯამში - 16%.

ამ კვლევით ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი. კერძოდ, რადიკალური ოპოზიციის ფრთის დაბალი ჯამური რეიტინგი (16%) მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათში ვერ ხედავს რეალურ, სანდო და კომპეტენტურ ძალას - ალტერნატივას, რომელსაც ქვეყნის მართვას მიანდობდა.

მათი მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვის ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სტრატეგიულად განულებულნი არიან. ნაცვლად იმისა, რომ არასახარბიელო შედეგები შიდა რეფორმების, ტაქტიკის შეცვლისა და ამომრჩეველთან მუშაობის გაძლიერების სტიმულად გამოიყენონ, ფაქტია, რომ ინფორმაციული თავდაცვისა და რეალობისგან გაქცევის გზას ირჩევენ.

არასასურველი ციფრების დანახვისას თვალებზე ხელების აფარება, რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან, წაგებამდე წაგების აღიარებაა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ მათივე ამომრჩეველი დემორალიზებულია და ნიჰილიზმს მიეცა, რადგან ხვდება, რომ მისი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებამდე გამარჯვებულია!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს