ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

გიორგი შარაშიძე – არავის უკვირს, რომ „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში

გიორგი შარაშიძე – არავის უკვირს, რომ „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამწუხაროდ, „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, არავის უკვირს, რომ საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამწუხაროდ, „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, არავის უკვირს, რომ საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა,…

სამწუხაროდ, „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, არავის უკვირს, რომ საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ღია იზოლაცია ხდება.

„სამწუხაროდ, „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, არავის აღარ უკვირს, რომ საქართველო აღარ არის გაწევრიანების დღის წესრიგში. ამას „პოლიტიკო“ დაწერს თუ სხვა რომელიმე გამოცემა, ფაქტია, ქვეყნის ღია იზოლაცია ხდება. ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობა ხდება, სადაც კონსტიტუციით გათვალისწინებული პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება იზღუდება. ფაქტიურად, დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. როგორ შეიძლება, ხელისუფლებას ვინმე დაელაპარაკოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, რომელიც კონსტიტუციის ძირითად მუხლებს, სიტყვის და აზრის გამოთქმის თავისუფლებას უარყოფს. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გამოცემა „პოლიტიკომ“ ევროკავშირში წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომლის მიხედვით, ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი ქვეყანა – მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო, ეტაპობრივ გეგმას მიიღებენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს