ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

გიორგი გაბუნია – სოციალურ ქსელში გავრცელებული კვლევა ქვეყანაში არსებული განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ხელისუფლების ნდობა უპრეცედენტო და მაღალია

გიორგი გაბუნია – სოციალურ ქსელში გავრცელებული კვლევა ქვეყანაში არსებული განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ხელისუფლების ნდობა უპრეცედენტო და მაღალია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოციალურ ქსელში გავრცელებული კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რა ინფორმაციაც გავრცელდა, ქვეყანაში არსებული განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორი და მაჩვენებელია, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რა ინფორმაციაც გავრცელდა, ქვეყანაში არსებული განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორი და მაჩვენებელია, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თ…

სოციალურ ქსელში გავრცელებული კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რა ინფორმაციაც გავრცელდა, ქვეყანაში არსებული განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორი და მაჩვენებელია, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ნდობა უპრეცედენტო და მაღალია.

„ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე თვითმმართველობის დონეზე. გარე დამფინანსებლები რადიკალურ ოპოზიციაზე ფსონს მუდმივად დებენ, თუმცა გაკოტრებული არიან და სრულიად ამორალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ საზოგადოებას ესაუბრონ და ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზია განაცხადონ. კვლევა კიდევ ერთხელ იმ რეალობას და სინამდვილეს აჩვენებს, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრშია“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს