ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი ქადაგიშვილი – დედის გინება, ბულინგი არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია, მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით

ირაკლი ქადაგიშვილი – დედის გინება, ბულინგი არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია, მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ კი არ იგინებოდა, საზოგადოებას ემუქრებოდა. საქართველოში ასეთი მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ კი არ იგინებოდა, საზოგადოებას ემუქრებოდა. საქართველოში ასეთი მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თა…

მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ კი არ იგინებოდა, საზოგადოებას ემუქრებოდა. საქართველოში ასეთი მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, პოლარიზაცია სჭირდებოდათ, რათა საქართველოში მოეყვანათ ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთების შემსრულებელი იქნებოდა.

„ევროკავშირის წარმომადგენლობამ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს ნათლად აჩვენებს, რას უჭერდა მხარს ევროკავშირის ბიუროკრატია საკუთარი წარმომადგენელის პირით. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება გვქონდა. ევროკავშირი როცა ცდილობს, ის ღონისძიებები დააფინანსოს, იმ მინდორზე და იმ აქტორის მონაწილეობით, ვინც საზოგადოებას მონებს უწოდებს, უკაცრავად, მაგრამ დედის გინებით მიმართავს, რა თქმა უნდა, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ამ ღონისძიების დაფინანსებაზე როცა უარი მოუწიათ, მათი კომენტარი იყო, ამით გამოხატვის თავისუფლება ირღვევაო. დედის გინება, ადამიანების შეურაცხყოფა, ბულინგი და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივება არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია და ნებისმიერი ნორმალური საზოგადოების შეურაცხყოფაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, დედას გიტირებთ, დამთავრებულები ხართ“. სააკაშვილის თქმით, „დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს გარდაუვალი ფაქტია“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს