ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 21

მაკა ბოჭორიშვილი – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, როგორ ვხედავთ გლობალურ ვითარებას და სად შეიძლება, ვითანამშრომლოთ

მაკა ბოჭორიშვილი – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, როგორ ვხედავთ გლობალურ ვითარებას და სად შეიძლება, ვითანამშრომლოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კანადელ კოლეგასთან, ანიტა ანანდთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, საერთო გამოწვევებსა და თანამშრომლობის საკითხებს. „პირველ რიგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კანადელ კოლეგასთან, ანიტა ანანდთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, საერთო გამოწვევებსა და თანამშრომლობის საკითხებს. „პირველ რიგ…

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კანადელ კოლეგასთან, ანიტა ანანდთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, საერთო გამოწვევებსა და თანამშრომლობის საკითხებს.

„პირველ რიგში, ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იყო. მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, საერთო გამოწვევებზე, საერთო ხედვებზე, როგორ ვხედავთ გლობალურ ვითარებას და სად შეიძლება, ვითანამშრომლოთ.

ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, მათ შორის ეუთო-ს წევრი. საქართველოს წარდგენილი აქვს საკუთარი კანდიდატურა 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კანადის მხარდაჭერა. ზოგადად, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება და ყველა მონაწილე ქვეყნის მხრიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან დაკავშირებით საერთო ხედვებსა და საერთო ინტერესებზე.

„საქართველოსთვის ევროკავშირი იცით, რა პარტნიორიც არის. მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ ვართ ასოცირებული ქვეყანა ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღების საგანია კანადის და ევროკავშირის ურთიერთობებიც, როგორ განვითარდება ეს პარტნიორობა. საუბარი გვქონდა ამ საკითხებზეც, საერთო ხედვებსა და საერთო ინტერესებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს